
მსახიობი ნანა შონია ცხოვრების მთავარ როლზე და მისი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპზე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს.
მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა უყვარდე მაყურებელს.
„უყვარდე მაყურებელს ეს არის დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობა, რადგან მეტი მოგეთხოვება და მეტი მოგეკითხება. არის რაღაცები, რასაც ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ მე ვარ ნანა შონია, ამ დროს ადამიანი ფიქრობს მის იმიჯზე“, - ამბობს მსახიობი.
როგორც ნანა შონია გადაცემაში აღნიშნავს მის ჩაცმულობაში მეუღლე არ ერევა.
„ბრმად მენდობა. სანამ შევუღლდებოდით მითხრა, - შენ რომ ჩემი ცოლი იყო ისე ჩაგაცმევდი, როგორც გაცვიაო“, - ამბობს იგი.
რაც შეეხება მთავარ როლს მის ცხოვრებაში:
„ჩემ ცხოვრებაში მთავარი როლი დედობაა, სწორედ ამის შემდეგ ხარ კარგი მეუღლე, კარგი პროფესიონალი და სხვა დანარჩენი.
ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი მქონია და ვფიქრობ, უფალი ამ ტკივილსაც იმიტომ გაძლევს, რომ გაძლიერდე და მეტი რამ გააკეთო, შენი თავი იპოვო“, - ამბობს მსახიობი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: