Digest Logo

„ვერ დამეხმარნენ... მშობლების ძიება დავიწყე ადრე, სანამ „პროფილში“ მივიდოდი...“ - თამუნა მუსერიძე მაია ასათიანს პასუხობს

1729161657
მაია ასათიანი თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან „გაყიდული ჩვილების“ თემას აშუქებდა, რა დროსაც ერთ-ერთი გადაცემა თამუნა მუსერიძის გაშვილების თემას შეეხო, რომელმაც 8-წლიანი ძებნის შემდეგ ოჯახი ცოტა ხნის წინ იპოვა. 

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, თამუნას „პროფილის“ ჟურნალისტის მიერ გაწეულ დახმარებაზე არსად, არც ერთ გადაცემაში ერთი მადლობაც არ გადაუხდია, რის გამოც ნაწყენია.

ამასთან, მაია ასათიანის განმარტებით, თამუნა მუსერიძემ საკუთარ შრომად გამოაცხადა „პროფილის“ გუნდის მიერ „ჩვილების გაყიდვის“ თემასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში მოპოვებული და გამოძიებული საქმეები, რაც მას „არასწორად“ მიაჩნია. 

„როცა არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსე და კარგია როცა ადამიანებს ეხმარები, ხომ შეიძლება თქვა ამხელა ასპარეზზე ასეთ აღიარებას მიაღწევ, ერთხელ მაინც ხომ შეგიძლია თქვა, რომ შენ სხვა ჟურნალისტის საქმე გააგრძელე. ის, რომ თქვა ეს გამოძიება შენ ჩაატარე არასწორია, რადგან ამ ყველაფრის უკან დგანან სხვებისთვის უცნობი ჟურნალისტები, რომლებიც წლები მიყვებოდნენ ამ საქმეს. 

თამუნა მუსერიძე რამდენჯერმე იყო „პროფილში“ მოსული, როცა მას გადაწყვეტილიც არ ჰქონდა ამ თემაზე ესაუბრა  და არც გადაწყვეტილი ჰქონდა საკუთარი მშობლები მოეძებნა. ჩვენი გუნდი კი მას 1 კვირის განმავლობაში სთხოვდა ესაუბრა ამ თემაზე, რადგან იგი იყო ცნობილი ადამიანი და მისი მაგალითი მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვებისთვის. დავითანხმეთ და დავიწყეთ ძებნა, ეს იყო 2017 - 2018 წლები.  ამ ამბავს სოფო ოჩხიკიძე ხელმძღვანელობდა და იგი თამუნას მაშინაც ეხმარებოდა, რაც ჩვენ ეთერში აღარ ვართ. როცა შენ ძებნაში „პროფილის“ ჟურნალისტი გეხმარება ერთხელ მაინც სადმე თქვი ეს, მეტი არავის არაფერი არ უნდა.  კარგი, არავის აღარაფერში სჭირდება ტელევიზიიდან წასული მაია ასათიანი, მაგრამ სოფოს დაურეკე და უთხარი: „სოფო, შენი კვალი მცდარი იყო“, ან უთხარი, რომ „კი სწორი იყო სამეგრელოს კვალი“. არასწორად მიმაჩნია, ერთმანეთის ფანკლუბის მიქსევა შვილმკვდარ დედაზე, სამი დღე არაუშავს, ავიტან კრიტიკას“, - ამბობს მაია ასათიანი.

მაია ასათიანის აღნიშნულ განცხადებას თავად ადრესატი, თამუნა მუსერიძეც გამოეხმაურა:

„ის, რომ მე ვიყავი მეგრელი მოვყევი მაშინაც, მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა არ დამხმარებია მშობლების მოძიებაში, განა ხელი მკრეს და არ დამეხმარნენ, ვერ დამეხმარნენ. ნიას ჩემს ბიძაშვილს სამი წლის წინ, გენეტიკური ტესტი რომ არ გაეკეთებინა, ვერ ვიპოვიდი ვერავის. რა პირველწყარო, რეებს ლაპარაკობთ ხალხო. მე მშობლების ძიება დავიწყე ადრე, სანამ „პროფილში“ მივიდოდი. რადგან გადაცემის პროდიუსერი იყო ჩემი შვილის ნათლია, მთხოვეს ძალიან მივსულვიყავი. „პროფილში“ მივედი იმიტომ, რომ ისტორიის გავრცელებაში დამხმარებოდნენ. მე ვთქვი, რომ გვარად ვარ კვირკველია ან კაკაჩია და აღმოვჩნდი კეკელია. კეკელია იმიტომ ვარ, რომ დედის გვარზე იწერებოდა არაკანონიერ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვი. ნათლია ჩემს ახსოვდა არასწორად კვირკველია, დედის გვარია კეკელია და მამის ხორავა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ვიყავი მეგრელი“, - ამბობს თამუნა მუსერიძე საპასუხო ვიდეოში, რომელიც „ფეისბუკსთორიზე“ გამოაქვეყნა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა

⭕ბრიტანელი მომღერალი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში დაიღუპა

⭕ „ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე