
2013 წლიდან ნინო ჩხეიძე და მისი ქმარი, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რამაც ჟურნალისტები და საზოგადოება მათი ოჯახის სიმყარეში არაერთხელ დააეჭვა.
ჟურნალისტების შეკითხვას, დაშორდა თუ არა ქმარს, ნინო ასე პასუხობდა:
„გიორგი უკრაინაში ცხოვრობს გარკვეული მიზეზების გამო, მე კი თბილისში მიწევს ცხოვრება, რადგან ჩემი საქმეები აქ მაქვს. რახან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს დავშორდით, როდესაც გასტროლებზე მიწევს წასვლა, გიორგი ყოველთვის ჩამოდის“ - აღნიშნა ნინომ ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრობისას.
წყვილს 2002 წელს ქალიშვილი შეეძინა. მათი ოჯახური ფოტოები, მსოფლოიოს სხვადასხვა წერტილიდან მართლაც არაერთხელ გამოქვეყნებულა ნინოს ფეისბუქ გვერდზე.
View this post on Instagram
მონაკოში მოგზაურობას და ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს მორიგი ხმაური მოჰყვა. ნინო ჩხეიძის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. მომღერალმა ატეხილ აჟიოტაჟს კიდე ერთხელ ვრცლად უპასუხა და აღნიშნა, რომ ქმართან დაძაბული ურთიეთობა არ ჰქონია, უბრალოდ ბიზნესმენი მეუღლის საქმიანობის გამო, ისინი დროებით კილომენტების დაშორებით ცხოვრობენ.
View this post on Instagram
ამჯერად, ნინო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აშკარად ქართული გარემო იგრძნობა. მხარს კი მეუღლე უმშვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი კორახაშვილი საქართველოშია. უცნობია, საბოლოოდ დაბრუნდა თუ არა ბიზნესმენი სამშობლოში.
View this post on Instagram
აგრეთვე წაიკითხეთ:
ირანელი გოგო უყვარდა... - ნიკა მელიას უცნობი სასიყვარულო ისტორიები
რატომ უმალავენ შვილს და როგორ ცხოვრობს გიორგი ნაზღაიძე
„ეშმაკი დეტალებშია“ - როგორ თაღლითობენ სახლის გამგირავებლები და რა რისკის წინაშე არიან თავად?