მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც დღე-დღეზე მეორე შვილის დედა გახდება, სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„არა და იყო დრო, იფ იფ იფ, რა გოგო ვიყავი, ახლა ვქოშინებ, ვიფსავ, ვკოჭლობ, დავბარბაცებ და ვქოშინებ“, - წერს იგი კადრებზე.
ვიდეოს გამოეხმაურა მისი გამომწერებიც:
„არაუშავს ნუკი მგონი, მეც ვიფსავ“,
„ეს ყველაზე ლამაზი მდგომარეობაა“,
„ძალიან საყვარელი გოგო ხარ ნუკი, ასეთიც ლამაზი ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ნუკის რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქალები სად არიან?“ - ქართველი მოგზაურების იმედგაცრუება და თავგადასავალი ირანულ ტრადიციულ ქორწილში