Digest Logo

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას?!“ - როგორ აღნიშნეს არველაძეებმა და ლორთქიფანიძეებმა ოჯახის ახალი წევრის დაბადება

1759419754
არველაძეები

არველაძეების ოჯახში დიდი სიხარულია - რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ვაჟს, ნიკა არველაძესა და მის მეუღლეს, ქეთი წიქვაძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს. ოჯახში ახლა ორი რეზია, ორივე - არველაძე. მისი დაბადება კი ოჯახმა დიდი ზეიმით აღნიშნა.

რეზი არველაძე უმცროსი მშობლებთან ერთად უკვე სახლშია. მის შესახებ კი ჟურნალ „სარკეს" მისი ბებია, ნანა ლორთქიფანიძე ესაუბრა:

„პატარა რეზი დილის ხუთის ნახევარზე დაიბადა. ძალიან ბევრი ადამიანი დავინდეთ და არ გავაღვიძეთ, თორემ დილის საათები რომ ყოფილიყო, არველაძეების თუ ჩვენი მხრიდან იმდენი ახლობელი და ტაშფანდურის მოყვარული იქნებოდა, ალბათ, ავიკლებდით იქაურობას! მშობიარეებს ეძინათ და ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქეცით. შამპანური მოიტანეს ნიკას მეგობრებმა და, რა თქმა უნდა, ემოციურად შეძახილები აკლდა ამ ყველაფერს.

მერე ეს ამბავი ფუნიკულიორზე აღნიშნეს. ნიკამ დაპატიჟა მეგობრები და ახლობლები. ძალიან კარგი დრო უტარებიათ, მე კი სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, რადგან ამ დღეს სპექტაკლი მქონდა თელავში.

არველაძეებთან მოლხენას არაფერი სჯობს. მხიარულები, იუმორით სავსენი არიან. რეზიკო და თეონა ჩემთვის ახალგაცნობილები არ არიან. ისინი ჩემი უმცროსი დის, მაიკო ლორთქიფანიძის ბავშვობის მეგობრები არიან. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მოდიოდნენ და მათი სიყვარულიც ჩვენ თვალწინ განვითარდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას?!

ძალიან ვინერვიულე. ცოტა ადრე, სამი კვირით ადრე დაიბადა, ვიდრე ველოდით. ეს, ერთი მხრივ, კარგი, რადგან საკმაოდ დიდი დაიბადა, სამი კილო და 400 გრამი და კიდევ რომ დასცლოდა მუცელში გაზრდა, შეიძლებოდა, გასჭირვებოდა ქეთის. როგორც ყველა სხვა დედამ, ქალიშვილის მშობიარობის დროს მეც ისე ვინერვიულე. ხომ იცით, როგორი ემოციებით არის ადამიანი ამ დროს დატვირთული – ნერვიულობა, სიხარული, მოლოდინი.

ძალიან კარგი ბიჭი გაჩნდა! ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზია. ჯერჯერობით გამოკვეთილად ვერავის ვამსგავსებ, ყველაზე მეტად თავის ძმას, ილუშას ჰგავს…

ქეთიმ გადაწყვიტა სახელის დარქმევა და, რა თქმა უნდა, მეუღლემაც აუბა მხარი. რეზის კი ძალიან აუჩუყდა გული და ბევრი იტირა. ეს იყო სიხარულის ცრემლები", - თქვა ინტერვიუში ნანა ლორთქიფანიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მანიკა ასათიანი 33 წლის გახდა - კადრები ტელეწამყვანის გრანდიოზული დაბადების დღიდან

⭕ „ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანია, საკუთარ თავში საკუთარი ბედნიერება აღმოვაჩინო და სხვებსაც მივცე ამის მოტივი“ - არსენ გვენეტაძე

⭕ „გადახდილ 31 მილიონს ამართლებს“ - ესპანური მედია მიქაუტაძეზე