როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.
მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს.
ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი გამოცემა „ზმნა“-სთან მედიასაშუალებებს მწვავედ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი გადაცემა ადამიანების მენტალურ მდგომარეობას არაეთიკურად იყენებს რეიტინგისთვის.
მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში გადაცემაში მიწვეული სტუმრის მონაწილეობა მის პირად და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.
„ვინც მარი ნაკანი მიიწვია გადაცემაში, მის ცხოვრებაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველანი ხართ იაფფასიანი ვაჭარი, რომელიც თავისი პროდუქტის სარფიანად გაყიდვას ცდილობს, ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე...
ამ გოგოს თავისი სერიოზული პრობლემები გააჩნია და ეს „ჟურნალისტები“ აჩვენებენ ხალხს რა მდგომარეობაშია ის.
ისევ აქტუალურია „პურისა და სანახაობის“ ამბავი. ოღონდ თქვენ სანახაობას გაჩვენებენ იმისათვის, რომ თავად გემრიელი და მსუყე პური მიირთვან.
მე ვისწავლე ჟურნალისტიკაზე და სწავლის პროცესში ყველაზე დიდი დრო ეთმობოდა ეთიკას, რაც ფიზიკურად არ გააჩნია ზოგიერთ „ვაი ჟურნალისტს“.
გააკეთეთ სიუჟეტები რაზეც გინდათ, მაგრამ ნუ დასცინით ადამიანებს, ვისაც მენტალური პრობლემა აქვს. ეს პრობლემები დროებითია, გამოჯანმრთელდება ადამიანი და მერე მოიყვანეთ ვინც გინდათ და ასაუბრეთ რაზეც გინდათ.
იქონიეთ ემპათია ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ რატომღაც ნივთები გგონიათ“, - ამბობს ფსიქოლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.zmna.ge