Digest Logo

„ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გვემართება - ეს გააზრება წყენას აქრობს“: ნინო ჩხეიძე მეუღლესა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე

1778245080
 ნინო ჩხეიძე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფიის, სირთულეების დაძლევისა და მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მომღერლის თქმით, ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ მას შინაგანი თავისუფლება მოუტანა.

ნინო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ადამიანებსა და მოვლენებზე წყენის გაქრობა საკუთარი ქმედებების გააზრებით იწყება:

ნინო ჩხეიძე: რაც დრო გადის სულ უფრო ვხვდები, რომ ყველა ნაბიჯი და გამოწვევა საინტერესოა, ხოლო ყველაფერი რაც ჩვენ სირთულე გვგონია იმიტომ ხდება, რომ გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე და ეს ძალიან მაგარია. თავდაჯერებული ვიყავი, რადგან გიორგის ათასი პროცენტით სჯეროდა ჩემი, იმხელა სტიმულს მაძლევდა სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კლდესავით მედგა გვერდით. მხოლოდ ფინანსები, არ იყო აქ მნიშვნელოვანი რა საკვირველია, უზრუნველყოფდა სიმღერის ჩაწერას, მაგრამ სულ რომ გიორგი არ ყოფილიყო, ჩემი ოჯახი მაინც მაწერინებდა ამ სიმღერებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მისი გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რასაც ის მიკეთებდა, მაძლევდა რჩევებს და ეს დღემდე ასე გრძელდება. 

როდესაც მსგავსი ადამიანები გყავს, ვერაფერი ვერ გაგტეხს, რადგან შენში ხედავენ იმ პოტენციალს, რასაც შეიძლება, შენ ვერ ხედავდე.

ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ რაღაცას ვერ შევძლებ, მაგრამ ის სულ მოტივაციას მაძლევდა.

გიორგი ათ წელზე მეტია, არ ცხოვრობს საქართველოში, ის ყველანაირად გვერდში მიდგას, მორალურად და მეგობრულადაც. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. გვაქვს ყოველდღიური და ყოველწუთიერი კონტაქტი, რადგან მე საქართველოში ვარ, ის - საზღვარგარეთ“, - ამბობს ნინო ჩხეიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წონაში „ტვინით“ დავიკელი, ვიყავი ინტუიციურ კვებაზე...“ - ნინო ჩხეიძე გახდომის საკუთარ მეთოდზე

⭕ქეთევან ხატიაშვილი და დავით კაჭარავა პარიზში მოგზაურობს - წყვილი რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

⭕რით მოხიბლეს ერთმანეთი ბუბა ჭოღოშვილმა და თინათინ წულაძემ? - ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია