ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია იუბილარია, იგი 55 წლის გახდა.
მას გადაცემაში „იმედი დღე“ - პირდაპირ ეთერში სიურპრიზი გაუკეთეს და დაბადების დღე მიულოცეს. იუბილარს ცნობილი დები: ევა და ანამარია ესტუმრნენ, რამაც ტელეწამყვანი ძალიან გაახარა.
„ყველაფერს ველოდი ამის გარდა“, - წერს გოდერძი შარაშია და კადრებს გვიზიარებს.
„ზოგს რა სჭირდება ბედნიერებისთვის და ზოგს რა უხარია და რა ხდის ბედნიერს. მე ბევრი რამე არ მჭირდებოდა. თავს, აბსოლუტურად ბედნიერად ვთვლი, რადგან მყავს ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა, მყავდა ისეთი მამა და მყავს ისეთი დედა, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, ირგვლივ – ისეთი ადამიანები და მეგობრები, ვისაც ვენდობი, მაქვს ოჯახური იდილია და მყავს არაჩვეულებრივი შვილი.
ვფიქრობ, რომ მთავარი ბედნიერება მაინც ოჯახური სიმყუდროვეა და ამ მხრივ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაფერი მქონდა და მაქვს, რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. თუმცა, ისეც არ არის, კონფლიქტი არ მქონოდა ან ადამიანი არ დამეკარგა. ყოფილა შემთხვევა, ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ მეგობარი და დასაყრდენი იყო, შევცდი და არ ყოფილა ისეთი, როგორიც მეგონა. ასე რომ, ზოგჯერ მქონია ზედმეტი წარმოდგენები ადამიანებზე, რამაც მერე გულისტკენა გამოიწვია. თუმცა, მთლიანობაში, ყველა, ვინც დღემდე ჩემ გვერდით დამრჩა, ბედნიერს მხდიან“, - ამბობს ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია