Digest Logo

„ზოგჯერ მადლობის თქმა ძალიან რთულია… “ - ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

1780239890
ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილ

ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილს მეორე შვილი შეეძინათ. ახალშობილი ბიჭია და მას იესე დაარქვეს. წყვილს, საზოგადოება დუეტი „ლეონის“ სახელწოდებით იცნობს.

ამიტომაც მათ სოციალურ ქსელში დუეტის ოფიციალურ გვერდზე გამომწერებისა და გულშემატკივრებისთვის სამადლობელი წერილი გამოაქვეყნეს:

„ზოგჯერ მადლობის თქმა ძალიან რთულია… არა იმიტომ, რომ სიტყვები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ თქვენი სითბო სიტყვებზე ბევრად დიდია.

ამ დღეებში იმდენი სიყვარული, მილოცვა და კეთილი სურვილი მივიღეთ თქვენგან, რომ გული მადლიერებით აგვევსო. 

შეიძლება ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ თქვენმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენი სიკეთე ცხოვრობს ადამიანებში.

გულით გიხდით მადლობას, რომ ჩვენს ბედნიერებას საკუთარივით იზიარებთ, გვილოცავთ, გვამხნევებთ და ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ. 

თუ ამ პოსტს კითხულობთ, იცოდეთ — თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის“, - წერს „დუეტი ლეონი“ სოციალურ ქსელში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dueti LeoNiii • დუეტი ლეონიი (@duetileoniii)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის და სულიერი კავშირის დღე“ - 31 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას“ - თამუნა იოსელიანი 31 მაისის ლურჯ მთვარეზე

⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა