Digest Logo

🎥 „ასეთი რაღაც არასდროს მომსვლია...“ - რატომ ჩაეშალა ცნობილ „იუთუბერს“ მოგზაურობა?

1757339773

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 466 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. 

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მან გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა რომ მიტოვებული უზარმაზარი გემის სანახავად ტაილანდში ჩავიდა, თუმცა გემი ადგილზე არ დახვდა.

ამჯერად „იუთუბერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

„რისთვის ჩამოვედი, ღმერთო, რამხელა გზა გავიარე და რისთვის?! ბალიდან გადმოვფრინდი ტაილანდში, იქიდან ბანგკოკში. ბანკოკიდან ავტობუსით ვიარე 5 საათი, მერე გემით 1 საათი. გადმოვედი ამ კუნძულზე, მივედი ტაქსით სასტუმროში, მერე მოპედი ვიქირავე, ნახევარი საათი ვიარე, მოვედი და... არაფერი დამხვდა. რა ვქნა ახლა?!“,- ამბობს სოსო ნებიერიძე.

მიუხედავად იმედგაცრუებისა, მოგზაურმა გამომწერებს გარკვეული კადრები მაინც გაუზიარა.

„პატარა გემები აქ არის, მაგრამ დიდი იყო საინტერესო. ასეთი რაღაც არასდროს მომსვლია. საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნო“,- ჰყვება იმედგაცრუებული მოგზაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ქრისტეს რომ მოკლავ, ამაზე დიდი უბედურება რა შეიძლება იყოს?!...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„არც ერთი ზოდიაქო არ არის დაცული ცოდვისგან...“ - რას წერს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი

⭕ „ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული დღეა...“ - რა უნდა გავაკეთოთ 9 სექტემბერს? გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი