Digest Logo

🎥 „ბიჭებს მიწა გაათხრევინეს და შიგნით დამარხეს, ამაზე მეტი გენოციდი რაა?“ - აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური, სულის შემძვრელი ჩვენებები - გაფრთხილება! სუსტი გულის ადამიანებმა არ მოუსმინოთ!

1696581771

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს.

ჩანაწერებში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.

მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა.

გაფრთხილება - სუსტი გულის ადამიანებმა არ მოუსმინოთ!

„ოთხი ბიჭი, გვარები მე რა მახსოვს, ქართველები იყვნენ, გაათხრევინეს კურჩენკოს პარკში მიწა, დააყენეს ასე „კრუგში“, დაარტყეს ზურგიდან და პირდაპირ ჩავარდნენ...

ჯამბულიმ თქვა, მიწა რომ დააყარეს, ვხედავდი, როგორ ინძრეოდაო... მკვდრები ხომ არ იყვნენ ეს ბიჭები.

ამაზე მეტი გენოციდი რა არის, კაცს გაათხრევინო და შიგნით ჩაყარო. კურჩენკოს პარკი სავსე იყო მკვდრებით, იქ მარხავდნენ, ვინ წაიღებდა აბა იმას“,- ამბობენ დევნილები ჩვენებებში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „მშობლებია ჯერ გამოსაკვლევი, სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი“ - ნინი შერმადინი მოსწავლის დაბულინგების ფაქტს ეხმაურება

🎥 „დედა მოხუცი იყო და „ვედრებით“ ეზიდებოდა წყალს, წაქცეულა, დამაგვიანდა სამსახურში მისვლა...“ - რაჯი კაშეხჩიანის გულის ამაჩუყებელი ისტორია