Digest Logo

🎥 „დაბადებული კამერებისთვის“ - ზურიკო დავითაშვილის ვიდეო სოცქსელს იპყრობს

1720512991

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორდოს ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 23 წლის ქართველი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს.

არსებული ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბების დონეზეც. არსებული ცნობით, ბორდო ქართველი შემტევის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ზურიკოსადმი ყურადღება, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშობლოშიც იზრდება.

ამჯერად სპორტული გვერდი GEO TEAM სოციალურ ქსელში ზურიკოს ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სათაურით „დაბადებული კამერებისთვის“.

ზურიკო ვიდეოში, იმჟამად მორიგი წარმატების ემოციებზე საუბრობს.