26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პორტუგალიის გუნდს შეხვდა, თამაში 2:0 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
მეტოქის გუნდში ლეგენდარული ფეხბურთელი და ამასთანავე ხვიჩა კვარაცხელიას კერპი კრიშტიანუ რონალდუც თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მასთან უდიდესი პატივისცემა გამოიჩინა, რაც საზოგადოების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. თავის მხრივ ქართველმა თავდამსხმელამა აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა ლეგენდამ იგი თამაშამდე გაამხნევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეწამყვანი და პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ჰქონდა საუბარი.
ვიდეოში ხვიჩა კვარაცხელია ამბობდა, რომ ყველაფერი მისგან ისწავლა და მის ვიდეოებს ყოველ დღე უყურებდა.
„დღეს შენ უკვე რონალდუზე მეტი ხარ ხვიჩა! გილოცავ და მადლობა შენ და საუკეთესო ნაკრებს ქვეყნის ისტორიაში!“, - წერს ნოე სულაბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ეროვნული ნაკრები საქართველოშია - ფოტოები აეროპორტიდან
⭕ სასურველი სასიძოები ეროვნული ნაკრებიდან - „მათი გული ჯერ კიდევ თავისუფალია“