23 წლის იყო, როცა ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი მთავარი როლი, ჭრა-კერვის სპეციალისტი მაყვალა ითამაშა.
დარეჯან ხაჩიძის საოცარი ღიმილი თუ ერთხელ ნახეთ ძნელია დაივიწყოთ, მან თუმანიშვილის სახელობის თეატრში წლების მანძილზე ბევრი საინტერესო სახე შექმნა.
ახლა ის გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც თავის ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა👇
„ძალიან შემეშინდა, მთელი დღე ვტიროდი... სიმსივნის დიაგნოზი მქონდა და ვთქვი, მე ამას უნდა შევებრძოლო“, - ამბობს დარეჯან ხაჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ ჩანდა ეკრანზე ნინო ღავთაძე - დიდი პაუზის შემდეგ მომღერალი სცენას დაუბრუნდა