მსახიობი და ტელეწამყვანი მაკა შალიკაშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც იოსებ ნონეშვილის ცნობილი ლექსი „კახეთო“ წაიკითხა:
„ცივ-გომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი
მოსჩანს იისფერ ნისლებში
კახეთი, ჩემი კახეთი.
ღრუბლებში ამღერებული
დგას ალავერდის ტაძარი,
ფიქრივით მიმოფანტულა
ნანგრევები და ნაცარი.
იყალთოს დიდი ტაძრისა,
იყალთოს სიბრძნის ტაძრისა,
რომლის სხივებმა წინაპარს
გზა მწუხრში გაუნათლისა.
ცივ-გომბორიდან სიმღერით
დილის მზის გადასახედი,
ირმების გადასახედი,
კახეთი, ტკბილი კახეთი.
იქ დარჩა ჩემი ბავშვობა,
სხვენზე პატარა აკვანი,
დედის დარგული ნუშებით
განათებული სახლ-კარი.
მთვარეში ჩალის შრიალი,
ალაზნის ტკბილი დუდუნი,
ერთი მტკაველი ქალაქი,
გალავნით შემოზღუდული.
როცა ხვალისთვის მზრუნველი
მეზვრე ქვევრისპირს მიწვება,
ყანწის და სავსე ქვევრების
გაბაასება იწყება.
ცივგომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი,
ირმების გადასახედი,
კახეთი, ჩემი კახეთი“ ,- ჰყვება მაკა შალიკაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - ილია ჭავჭავაძის გამორჩეული ლექსი; კითხულობს ბექნუ ქაფიანიძე
🎥 „ვითარცა მტკვარი“ - ზვიად დოლიძე მუხრან მაჭავარიანის ლექსს შესანიშნავად კითხულობს