Digest Logo

🎥 „იშვიათად მინახავს ექიმები, რომლებიც მეორე ექიმის ტყავს არ დახევენ...“ - რა სამედიცინო შეცდომა მოსვლია ნინო ნადირაძეს?

1711366914

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი საკუთარი ცხოვრებიდან ყოველდღიურ მნიშვნელოვან მომენტებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ნინო უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მისი მეუღლე, ასევე წარმატებული და ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. ნინო 24 მარტს 51 წლის გახდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი 30 წლის გოგოს ჰგავს.

ამჯერად ნინო ნადირაძე გადაცემა „ნოესთან“ იყო სტუმრად, სადაც მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჰქონია რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი.

„მქონია ორი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, პირველი, როდესაც ვერ მივხვდი, რომ პაციენტს ჰქონდა ბრუცელოზი. 27-28 წლის ვიქნებოდი, მივხვდი, რომ კარდიოლოგიური პათოლოგია არ იყო, თუმცა სწორად გადავამისამართე ინფექციურში. ამის შემდეგ გავხდი ძალიან ფრთხილი. მეორე შემთხვევა, მომიყვანეს მამაკაცი, რომელსაც ახლდა სიძე. აღმიწერა სიმპტომები, რომელიც გულთან დაკავშირებული სპეციფიკური სიმპტომები არ ჰქონია, მაგრამ კარდიოგრამაც იდეალური იყო, წნევაც. ვფიქრობ, ექიმს უნდა გააჩნდეს რაღაც, ინტუიცია მეექვსე გრძნობა, რამაც მიკარნახა, რომ ამ კაცს რაღაც განუვითარდებოდა. ვუთხარი თქვენ წახვალთ და შესაძლოა კიბეებზე ინფარქტი დაგემართოთ-მეთქი. დამცინა ამ კაცმა, ახალგაზრდა ხარ, რა იციო. სიძემაც, წამოდიო კაცო, წესიერი ექიმი ვნახოთო, რა იცის ამ პატარა გოგომო. ორჯერ გავუმეორე, გთხოვთ დაკვირვებისთვის მაინც დარჩით კლინიკაში, ახლა ვერ ვადასტურებ, მაგრამ აქ რაღაც განვითარდება-მეთქი. წავიდნენ, ამის შემდეგ ჩავედი საოპერაციოში დამიძახეს და ამოსულზე ვნახე ნარეკები, გადავრეკე, იქ ქალმა მწყევლა, მლანძღავდა: ვინ იყო ის უტვინო, ვინც ასე გამოგიშვაო - იმ კაცს საშინელი ინფარქტი განუვითარდა. რაც არ მომწონს, არის ის, რომ ერთმანეთს ლანძღავენ ექიმები, იშვიათად მინახავს ექიმები, რომლებიც მეორე ექიმის ტყავს არ დახევენ...“,- განაცხადა ნინო ნადირაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი”- მარინა კახიანი მეუღლეზე გია მატარაძეზე

🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი

⭕ „რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს