უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ირლანდიაში წლების წინ მონაზვნების მიერ მართული სახლი, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
დედების და ჩვილების ყოფილ სახლში 800-მდე ბავშვის ცხედარს ეძებენ.
ირლანდიის ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკური მონაზვნური სახლის - Bon Secours Mother and Baby Home ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ექსჰუმაცია, სადაც შესაძლოა 800-მდე ჩვილის ცხედარი იყოს დამარხული. ეს ბავშვები 1925-1961 წლებში გარდაიცვალნენ მძიმე პირობებში, უმეტესად ავადმყოფობისა და უვარგისი მოვლის გამო.
2014 წელს ადგილობრივმა ისტორიკოსმა ქეთრინ კორუსმა გამოავლინა, რომ ეს ბავშვები შესაძლოა არადაკანონებულ, არადაკრძალავ სამარხში, ყოფილი საკანალიზაციო ავზის ტერიტორიაზე იყვნენ დასაფლავებული.
2025 წლის ივნისში ოფიციალურად დაიწყო მასობრივი საფლავის გათხრები, რომელთა მიზანია გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია და მათი ოჯახებისთვის გადაცემა.
მოვლენა ითვლება ირლანდიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ტრაგედიად, რაც ნათელს ფენს იმ დროის ეკლესიისა და სახელმწიფოს სისასტიკეს დაუქორწინებელი დედებისა და მათი ბავშვების მიმართ.
ნახეთ ვიდეო ვრცლად 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჭორები გაქარწყლდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ელენა კვლავ ერთად გამოჩნდნენ