Digest Logo

ქორწილი 10 დღით ადრე, სამი მცირეწლოვანი შვილი და ემოციური ვიდეო - მნიშვნელოვანი ამბები „ლივერპულის“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ცხოვრებიდან

1751537547
Diogo Jota'

„ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგო ჟოტა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ამომავალი ვარსკვლავი იყო გუნდის შემადგენლობაში, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. უბედური შემთხვევამდე  10 დღით ადრე მან საკუთარი ქორწილი გადაიხადა.

ჟოტას და მისი მეუღლის ბედნიერი დღე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში, ვიწრო წრეში ჩატარდა. წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ფეხბურთელის ტრაგიკულ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, დიოგომ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო განათავსა, სადაც ის მეუღლესთან ერთად გვიჩვენებდა იმ ბედნიერ მომენტებს, რომლებიც მათი ცხოვრების ახალ ეტაპს აღბეჭდავდა.

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა, თანაგუნდელები და გულშემატკივრები ამ ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ და ოჯახს უსამძიმრებენ.

დიოგო ჟოტა იყო არა მხოლოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი, არამედ განსაკუთრებული პიროვნება, რომელსაც გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მხრიდან.

ცნობისთვის, 28 წლის პორტუგალიელი ესპანეთის ქალაქ სამორაში მომხდარ ავარიაში მოყვა. გამოცემა Marca წერს, რომ ავარია A52 გზატკეცილზე, პალასიოს დე სანაბრიას მუნიციპალიტეტის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავი ძმასთან, ანდრესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა. ადგილობრივი გაზეთი „ენფოკი“ იუწყება, რომ მისი ძმაც დაიღუპა ავარიაში. ჟოტა „ლივერპულში“ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც 2020 წელს „ვულვზიდან“ 41 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Diogo Jota (@diogoj_18)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჭორები გაქარწყლდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ელენა კვლავ ერთად გამოჩნდნენ

⭕„ტაქსის მძღოლს მისამართი შეეშალა“ – დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

⭕„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“ - გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად