Digest Logo

ივლისში 3 პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - რომელი თარიღებია ყველაზე საყურადღებო და როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე?

1751543011
3 პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობა

2025 წლის ივლისი ბევრი ადამიანისათვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცევა. სწორედ ამ თვეში სამი პლანეტა - სატურნი, მერკური და ნეპტუნი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა არის ის პერიოდი, რომელიც გვაიძულებს, წარსულს გადავხედოთ, ძველი ამოცანები დავასრულოთ და აქამდე გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება დავიწყოთ.

2025 წლის ივლისში მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გამოწვევების, გადახედვისა და მნიშვნელოვანი გაკვეთილების მიღების დროა. ზოგი ყოფილ შეყვარებულებს შეხვდება, ზოგი - გადაუხდელ ვალებს, ზოგს კი კარიერაში ან ჯანმრთელობის კუთხით კრიზისის გადალახვა მოუწევს.

14 ივლისი - რეტროგრადული სატურნი თევზების ნიშანში ბრუნდება

სატურნი კარმის, დისციპლინისა და გამოწვევების პლანეტაა. როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ყველა დაუმთავრებელი საქმე, ვალი, დაპირება თავს კვლავ შეგახსენებთ და მოგიწევთ, გადადებული საკითხები საბოლოოდ დაასრულოთ.

როგორ იმოქმედებს რეტროგრადული სატურნი ზოდიაქოს ნიშნებზე?

👉 ვერძი - მიღწევების გადაფასების დრო დგება, კითხვა: "სწორი მიმართულებით მივდივარ?" გააქტიურდება.

👉 კურო - ძველი შიშები, წყენა და საიდუმლოებები ზედაპირზე ამოვა.

👉 ტყუპები - ძველი მეგობრების დაბრუნება, დაუმთავრებელი გეგმების გახსენება.

👉 კირჩხიბი - სამსახურში განმეორებადი სიტუაციები, კარიერული გამოცდა.

👉 ლომი - ავტორიტეტის გამოცდა, სასწავლო პროცესში დაბრუნების შესაძლებლობა.

👉 ქალწული - წარსულიდან სარისკო საქმეების გამოჩენა.

👉 სასწორი - ყოფილი პარტნიორები დაბრუნდებიან, მოგიწევთ ურთიერთობის გადახედვა.

👉 მორიელი - კრიზისი სამსახურსა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მათი მოგვარება აუცილებელია.

👉 მშვილდოსანი - სასიყვარულო სცენარების გამეორება.

👉 თხის რქა - საოჯახო საქმეები, უძრავი ქონების პრობლემები.

👉 მერწყული - მოგიწევთ, მგზავრობისა და ასევე, დოკუმენტების თვალსაზრისით სიფრთხილე გამოიჩინოთ.

👉 თევზები - ფინანსური ვალები ან გადაუჭრელი ფინანსური საკითხები გააქტიურდება. სატურნი წინ არ გაგიშვებთ იქამდე, სანამ ამ სფეროებს არ მოაგვარებთ.

18 ივლისი - პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს

როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა მერკური ძველ პრობლემებს, დარჩენილ ვალებს, გაუგებრობებს კვლავ გააქტიურებს და ბევრი ადამიანისათვის ეს პერიოდი გამოწვევად გადაიქცევა.

მერკური კომუნიკაციის, ლოგიკისა და შეთანხმებების პლანეტაა. რეტროგრადულ ფაზაში ის, პირველ რიგში, ამ კავშირებს ანადგურებს. რეტროგრადული მერკურის დროს ყოფილი პარტნიორები ხშირად ჩნდებიან, კომუნიკაციის აღდგენას ცდილობენ. ამ პერიოდში რეკომენდებულია, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. მომატებული ემოციების გამო, ლოგიკური აღქმის უნარი ფერხდება.

რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას ლომის, მერწყულის, კუროსა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებზე მოახდენს. შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ და უსაფუძვლო კამათში არ ჩაერთოთ.

9 ივლისი - რეტროგრადული ნეპტუნი

ნეპტუნი ილუზიებისა და სულიერების პლანეტაა. როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ტყუილისა და მანიპულაციის რისკი იზრდება. ასევე, შესაძლოა, რომანტიკულ ურთიერთობებსა თუ საქმიან სფეროში ილუზიები გაგიჩნდეთ და რეალობა ობიექტურად ვერ შეაფასოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ თვის განმავლობაში ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

2025 წლის ივლისი ანალიზის, ძველი საქმეების დასრულებისა და შეცდომებზე მუშაობის პერიოდია. ახლა გააქტიურდება ის თემები, რომელთა მოგვარებაც გვერდზე გადავდეთ. ამავდროულად, ეს თვე გვაძლევს შესაძლებლობას, წარსულის გამოცდილება საკუთარ ძალად გადავაქციოთ, მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღოთ და ბევრად მკაფიო მიზნები ჩამოვაყალიბოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქორწილი 10 დღით ადრე, სამი მცირეწლოვანი შვილი და ემოციური ვიდეო - მნიშვნელოვანი ამბები „ლივერპულის“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ცხოვრებიდან

⭕ჭორები გაქარწყლდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ელენა კვლავ ერთად გამოჩნდნენ

⭕„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“ - გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად

წყარო: www.beaumonde.ge