კვირას, 13 ოქტომბერს - გადაცემაში სტუმრად „ნოესთან“ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.
ფაქტობრივად, ეს არის მისი ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო ეთერი აღნიშნულ რანგში, რადგან იგი პარლამენტში გადადის სამუშაოდ და 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია.
როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, მინისტრი მოჰყვება, თუ რა მდგომარეობა დახვდა მას კულტურის სამინისტროში, როდესაც მინისტრად დაინიშნა.
„პირველად ვყვები საჯაროდ ამ ამბავს....
როდესაც დავინიშნე მინისტრად, ძალიან ბევრი რამ დავინახე შიგნიდან, ის რაც გარედან არ წარმომედგინა.
მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი, კარგიაო გილოცავთო, რომ დაინიშნეთო, მაგრამ მე პრობლემა მაქვსო, თქვენთანო...„მე არ მომწონს და მოლოდინი მაქვს, რომ, ვინც ამ სიაშია თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“.
პარლამენტში გადავდივარ სამუშაოდ“, - ჰყვება წულუკიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ლამაზი და ეშხიანი“- გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს
⭕დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკრაინას დაუპირისპირდებიან