„პირველი წინადადების მერე დავყრუვდი, არაფერი აღარ მესმოდა… ექიმი მეუბნებოდა, რომ მე ვარ ნევროზიანი… სახელმწიფო ყველა მხრიდან ჩართულია ამ ბავშვების დაფინანსებაში…“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ შვილის პრობლემებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.
ჟურნალისტმა სწორედ შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბავშვთა განვითარების ცენტრი დააფუძნა.
როგორც ხატია აღნიშნავს, ბავშვის ქცევების დარღვევა, რომელიც გამოიხატებოდა ყურადღების დეფიციტით და სხვა ნიშნებით, ცნობილი, როგორც ოტისტიკური სპექტრის დარღვევა, წლინახევრის ასაკში აღმოაჩინა და მაშინვე სპეციალისტს მიმართა.
მისივე განმარტებით, ამ პრობლემასთან შეჯახება მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და დროულად დაიწყო შვილის მკურნალობა.