ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ლიზა დარასელია გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ბაბუის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან სიამაყით ვარ აღსავსე და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გვარი დაგვიტოვა ბაბუამ, რადგან დღემდე ახსოვთ იგი და ვარ ძალიან ბედნიერი.
იყო ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. როცა იგებენ, რომ ლიზი დარასელია ვარ ეგრევე არის კითხვა ვინ ხარ ვიტალი დარასელიასიო და როცა იგებენ, რომ მისი შვილიშვილი ვარ არავის ახსოვს ჩემი სიმღერა“, - ამბობს ლიზა დარასელია.
როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ამერიკაში მამამისმა დააფუძნა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლისთვისაც ჰიმნს წერს.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ჭკვიანი და ლამაზი“ - თამო ვაშალომიძე იტალიის ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„მქონდა ჭარბი წონის პრობლემა... ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა“ - მანუ მურღულია