სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, სხვადასხვა კვების პრესტიჟულ ობიექტებში სანიტარიული პრობლემები, სახიფათო ყველი და ვადაგასული პროდუქტი აღმოაჩინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კურიერი პ.ს“-მა რეპორტაჟი მოამზადა:
„სპეციალისტებმა დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე 10-ზე მეტი კვების ობიექტი შეამოწმეს, სადაც აღმოჩნდა გაშავებული ზეთი, ბუზები, სამშენებლო ხელსაწყოები და ვადაგასული პროდუქტი, რომლისგანაც თურმე საკვები მზადდება.
ახალს არ ჰგავდა ყველი რა თქმა უნდა.
ყველის საბუთი კი მენეჯერს არ აღმოაჩნდა, შესაბამისად მისი ვარგისობის დადგენა შეუძლებელი გახდა. ობიექტებს ასევე არ ჰქონდათ ლორის ეტიკეტი და არც პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანში ერთხელ მიმდინარეობს რეცხვა-დეზინფექცია.
მწერები საცხობში მრავლად არის, რომლებსაც საკვებთან უშუალო შეხება აქვს.
აღმოჩნდა, რომ ობიექტებზე იყენებენ სამშენებლო ინვენტარს, (მაგალითად კედლის შესაღებ ფუნჯებს) რაც კრიტიკულ შეუსაბამობაში ითვლება და აკრძალულია“, - ამბობენ სიუჟეტში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე არ იქნება წვიმა თბილისში - „ჰაერის დაბინძურება ისევ ნარჩუნდება“