ტელეკომპანია იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონი დასრულდა. მეგაშოუს გამარჯვებულები ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.
👉 ბაბი კირკიტაძე საზოგადოებას მიმართავს
სოციალურ ქსელში ფინალური ეთერიდან შოუს წამყვანის, ნოდიკო ტატიშვილის სიტყვის ამონარიდი ვრცელდება, კადრში ჩანს, რომ მეგაშოუს მთავარი სპონსორის დასახელებისას ნოდიკო ტატიშვილი ფინალისტ ბაბი კირკიტაძეს ყურადღებით მოსმენისკენ მოუწოდებს - „ბაბი მომისმინე დამიჯერე გამოგადგება“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
მისი ამ რეპლიკის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ნოდიკო ტატიშვილმა გამარჯვებულის შესახებ წინასწარ იცოდა და შოუს დასრულებამდე წამოსცდა ბაბის სახელი.
ცნობისთვის, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 31 ოქტომბერს დაიწყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებული ბაბი კირკიტაძე გახდა
🔵 „მეგობარი ექიმთან მივიდა, დაყრუებული ფაქტიურად, ხოდა ექიმმა უთხრა, ცხვირი ცოტა ნაზად მოიხოცე ხოლმეო“ - ნათია ფანჯიკიძე