1907 წელს საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ერის მამა, ილია ჭავჭავაძე მოკლეს.
ვინ მოკლა ილია? ვერსიები, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას უკავშირდება - ამის შესახებ „შუადღის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ბიბლიოგრაფი ლევან თაქთაქიშვილი საუბრობს.
როგორც გადაცემის წამყვანი აღნიშნავს, ლევან თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ ილიას მკვლელობა საიდუმლო პოლიციელის გაკეთებული.
„ეს საქმე არის გამოძიებული და უამრავი წიგნიც არის ამ თემაზე დაწერილი, ერთ-ერთი წიგნი კი არის ალექსანდრე შუშანაშვილის წიგნი, რომელი 1998-1999 წლებში არის დაწერილი და შესანიშნავად აქვს ეს ამბავი აღწერილი“, - ამბობს იგი.
როგორც იგი აღნიშნავს, ილია სიკვდილს ელოდებოდა და მას უამრავ მუქარის შემცველ წერილებსაც უგზავნიდნენ, ასევე მას მოუკლეს პირველი მოურავი, ცოლთან ერთად.
„როდესაც ილიას მკვლელობა მოხდა მისი მეეტლე გაქცეული იყო, დაკითხვის დროს კი მან განაცხადა, რომ კონდახი ჰქონდა ჩარტყმული, რაც არ დადასტურდა და 1 კვირის შემდეგ მის მეეტლე დაიჭირეს“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.
უფრო ვრცლად მისი ვერსიის შესახებ ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: