Digest Logo

ყველაზე აბსურდული ჭორი, აბეზარი შეკითხვა და ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს - ბლიცინტერვიუ გუგა ქაშიბაძესთან

1626781140
ექიმი გუგა ქაშიბაძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუ მორიგი სტუმარია დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

გუგა ქაშიბაძე ანუ... ექიმი.

რით ხარ ცნობილი... არ ვიცი,მაგაზე ვერ გიპასუხებთ.

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ... თხა.

მაღიზიანებს... როდესაც „ზებრას“ გვერდის ავლით გადადიან ხოლმე ქვეითები, განსაკუთრებით დიდ პლატფორმებზე.

ყველაზე აბეზარი კითხვა რაც შენთვის დაუსვამთ... სავარაუდოდ, ლეღვის დამწვრობაზეა დაკავშირებული

საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... 2 ბოთლი ღვინო.

საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მიგიღიათ...ერთხელ ბაბუაჩემმა მითხრა, ყურადღებით შეარჩიე რჩევას ვის შეეკითხებიო, ალბათ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც მიმიღია.

სიყვარული არის... ეს არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობა.

თავისუფლება არის... ყველაფერი, ყველაზე ძვირფასი დ მნიშვნელოვანი რაც ადამიანს გააჩნია.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ვითომ ვმღერი. ეს ალბათ ჩემი ულვაშიდან გამომდინარე დაასკვნეს. ერთხელ სუფრაზე თამადა გამინაწყენდა, მეორე ხმას რატო არ მაძლევ, ხომ კარგად მღერიო.

შენი ხასიათის მთავარი შტრიხი... ადამიანების დახმარება მიყვარს ძალიან, ალბათ ექიმობაც ამიტომ ავირჩიე.

რამ შეიძლება ადამიანში ყველაზე მეტად მოგხიბლოს... ინდივიდუალიზმმა.

ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე არის... კარლსონი. ძალიან მიყვარს ჭამის დროს წიგნის კითხვა, ეს არ არის სასარგებლო, მაგრამ რა ვქნა, ბავშობიდან ასე ვარ.

ყავა თუ ჩაი... რძიანი ყავა.

ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... ვერაფერს ვკითხავდი, ვეტყოდი, რომ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.

წინა სტუმარმა, პეტრე კოლხმა დაგიტოვათ შეკითხვა: რატომ ცხოვრობთ ისე, როგორც ხალხს მოსწონს და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ - ძალიან რთული სათქმელია, რომ ისე ვცხოვრობ როგორც სხვას უნდა.მე ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება და ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა. მართალია, გარკვეულწილად ვითვალისწინებ საზოგადოების აზრს, თუმცა ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარს, იმდენად რომ, ვინმემ რომ მითხრას, რას შევცვლიდი, ალბათ, ვეტყოდი, რომ ვერაფერს.

რას ჰკითხავდი შემდეგ სტუმარს... რას ნანაობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბლიცინტერვიუ „მძიმე კაცთან“

მინდა მითხრას, რომ გაიხუმრა - ბლიცინტერვიუ ვერა ქობალიასთან

თავისუფლება ეს უწყვეტი პროცესია - ბლიცინტერვიუ ქეთათოსთან