Digest Logo

რა იზიდავს კაცში, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია ალექსანდრა პაიჭაძეს - ბლიცინტერვიუ

1634722320
ალექსანდრა პაიჭაძე 2020

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე.

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ.... კაი რა.

ის, რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და თქვენთან ვამბობ... იმაზე კარგი ადამიანები ვართ, ვიდრე გვგონია.

ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... ზედმეტი ფული, გრანდიოზული ფილანტროპიისთვის.

არასოდეს მავიწყდება... ძლიერი ემოციით დამახსოვრებული მომენტები.

ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... აბდაუბდა საუბარი და სისწრაფე.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი, ანტი-აკნე გელები.

სამი რამ, რაც მომწონს ჩემში... პოფიგიზმი, ემპათია, სიმამაცე.

რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს... ყველაფერს ვაპატიებ.

კაცში ყველაზე მეტად მესექსუალურება... უშიშრობა.

ინტრავერტი თუ ექსტრავერტი... ამბივერტი.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ფარული დეპრესია,2013-2014 წლებში.

ჩემი გარეგნობა რომ არა, ... სხვანაირად გამოვხატავდი ჩემ თავს.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... არცერთი არ მესკანდალურება, ბანალური და უინტერესოა ყველა ჭორი.

მეშინია... ამ ქვეყანაში არ ჩავრჩე.

ჩემზე ამბობენ, რომ... ჩემზე ამბობენ, რომ „მაგრად კიდიაო.“

ყველაზე ძვირად ღირებული სამოსი?... DG კაბა 2000€

ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარი, რაც მაქვს... Dior ჩანთა 4500€

ყველაზე დიდი იმედი არის... ის ნაპერწკალი რაც ჩვენში ღვივის და საწვავს ელოდება.

რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი... და დღეს ვინ ვარ რომ? ჯერ არავინ.

საუკეთესო საჩუქარი, რაც მიმიღია... ბინა

ვეჭვიანობ... ვეჭვიანობ? არასოდეს მოუციათ საბაბი.

მშურს... მშურს მოგზაურების.

ვოცნებობ, რომ... მოგზაურობა უფასო იყოს.

ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ღმერთს რომ შევხვდები ჩავეხუტები და გულში ვაკოცებ. მიყვარს.

ვიტყუები... თუ ვამბობ, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ.

ვიზიდავ... ვიზიდავ, მაგნიტივით, ყველაფერს, რაზედაც ვფიქრობ.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ბოლო პერიოდში, საინტერესო მამაკაცის გაცნობამ.

ხასიათი მაქვს... ჰარიჰარალო. საოცარი, კომფორტის ბუკეტი, ტკბილ-ცხარე.

სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის... მანიფესტის და დემონსტრაციის ადგილი.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... ვინ არის შენი ყოფილი ქმარი? მაგარი ბიჭია და მგონი, მარტოა;)

ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანია... გავაგრძელო პროცესით ტკბობა, სანამ მიზანს მივაღწევ.

მჯერა, რომ... წინ საოცრებათა სამყარო გადამეშლება.

ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი... ღრმა მედიტაციას. მოქალაქეებს კი, თვითსიყვარულს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან

🔵ჩემი ხასიათის თვისებებიდან ვმალავ... ბლიც-ინტერვიუ დავით ლაბაძესთან

🔵მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი

🔵ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე