დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 ათასი ბავშვია.
ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.
„700 ათასი ინფიცირებულიდან 100 ათასი ბავშვია. სამწუხაროდ, გვქონდა 8 გარდაცვალების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში. მთლად ასეთი უვნებელი არ არის ეს ვირუსი ბავშვებისთვის. აცრილი ინფიცირებული 9-ჯერ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი. ამიტომ, ბავშვების აცრას, ამ თვალსაზრისით, დიდი პრევენციული ეფექტი აქვს, მოზრდილებთან და ხანდაზმულებთან მიმართებით. ისინი ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ ასაცრელად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე