
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, პედიატრიულ კლინიკებში გაზრდილ მიმართვიანობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რეგულაციების დაცვა ნაკლებად ხდება და ვითარება საგანგაშოა.
დავით რეხვიაშვილი, მომართვიანობის გაზრდას და ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს.
„სამწუხაროდ ძირითადი მატება არის მცირე ასაკის ბავშვებში, ბაღის და კიდევ უფრო მცირე ასაკის კონტინგენტში. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ამ ეტაპზე ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული, სადაც 27 პაციენტი მკურნალობს. დღევანდელი მდგომარეობით მათგან არცერთი არ იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა სრულად დატვირთულია, მხოლოდ 4 მშობელია, რომელიც ვაქცინირებულია, უმეტესობა მშობლებისა არავაქცინირებულია. ძირითადი გადადება მოხდა საყოფაცხოვრებო კონტაქტით“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები” – რამაზ დავლაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა
🔵მსახიობი და ღირსების ორდენის კავალერი, ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა
🔵„93-ში ერთხელ უკვე ჩავი@@ით..." - ზვიად ციკოლიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს
🔵„ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა“ - ვინ გარდაეცვალა შალვა ნათელაშვილს