„ჩვენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის“, - ამის შესახებ „დროას“ წევრმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტიკოლის ცვლილებაზე საუბარი დაგვიანებულია.
„დღეს პროტოკოლებზე სუბარია არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. რაღა დროს პროტოკოლზე საუბარია?! დღეს საუბარია პირველადი ჯანდაცვის კრახზე, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცით, დღეს საუბარია, როგორ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან. ამისთვის აუცილებელია ის, რომ ყოველდღე უნდა იყოს დაახლოებით, 40 000 ადამიანი აცრილი. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების შექმნა, მობილური ჯგუფების იქ გასვლა, საიდანაც ხალხი ვერ მიდის ამცრელ პუნქტებამდე და აუცილებელია ვაქცინაციის ყველა იმ რეზერვის გამოყენება, რაც დღეს არსებობს. ჩვენი გათვლებით და სტატისტიკით, დახლოებით, ვაქცინების 2-3 კვირის მარგია დარჩენილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაწერილი და ღიად გამოცხადებული. ასევე, ჩენ უკვე უნდა ველოდოთ მეხუთე ტალღას და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.
აგრეთვე წაიკითხეთ: