Digest Logo

„ჩემს გარდა ამის თქმას ვერავინ ბედავს! არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ“ - ფხაკაძე

1630767887
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ჩინური ვაქცინაციის შესახებ არასასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.

ფაქტები:

კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვლიდან 1 მაისამდე.
დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.

დასკვნა:

ჩინური ვაქცინა არის ეფექტური უხანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.

დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.

იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!

გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”
ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები

🔵„მაგარ სახლში“ ვარ, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგოები - როგორ ხვდებოდა ქმრის ღალატს კვაშალის ცოლი?

🔵„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე" - ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ სენსაციურ წამალს ასაჯაროებს