ალბათ, გახსოვთ კოვიდთან მებრძოლი, გოგი ხაზარაძე. კლინიკაში მყოფი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებდა, რადგან მისნაირად არ ვყოფილიყავით.
გვამხნევებდა, თავად ამხნევებდა თავს, რომ დაძლევდა ვირუსს, თუმცა ამაოდ.
პირველ აგვისტოს წერდა:
„მე, პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია...
დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ...
დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.
ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორეს მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია არ გატყდე, არ დანებდე...
თავს მოუფრთხილდით“.
დღეს კი ბრძოლა სამუდამოდ შეწყვიტა, დიახ, ვერაგ ვირუსთან ბრძოლისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
სოციალურ ქსელში მას მეგობრები ემშვიდობებიან:
„გოგი ჩემო დიდო მეგობარო
გული ჩამწყდა გოგი, ყველას დაგვაკლდები მეგობარო
მოგვენატრები“
„მშვიდობით ჩემო გოგო. მართალია დიდიხანი არ გიცნობდი მაგრამ საკმარისი კი აღმოჩნდა, რომ უფროს ძმად ჩამეთვალე“
„წილად მხვდა ბედნიერება, რომ გიცნობდი.
მშვიდად განისვენე მეგობარო“
„საოცარი ადამიანი წაგვართვა ვირუსმა! შეხვედრამდე მართალო მეგობარო!“,- ვკითხულობთ ხაზარაძის გვერდზე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები