ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი დომინანტური ომიკრონის ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად ძლიერია, ის აზრი, რომ ეს სუსტი დაავადებაა არასწორია.
„ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს. ნაკლებად მძიმე შემთხვევები კი საავადმყოფოებს მაინც გადატვირთავენ.
მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე