New York Times-ის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის ბოლო დინამიკით, რომელიც გასულ 7 დღეს ასახავს, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
გამოცემის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, ბოლო 7 დღეში საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2.01-ია. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 74.7-ია.
100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც გარდაცვალების დღიური საშუალო მაჩვენებელი 128.7-ია. 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი ბულგარეთში 1.85-ია. ამავე მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილს მოლდოვა იკავებს 100 000 მოსახელზე სიკვდილიანობის 1.82 მაჩვენებლით. მეოთხე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც დღეში საშუალოდ 682.6 ადამიანი იღუპება და 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.54-ია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე