Digest Logo

„კოვიდ საშვის „მწვანე“ სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ „პფაიზერით“ 2-ჯერ ვაქცინირებულებს“ - გიორგი ფხაკაძე

1636974011
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში  სტატუსს აქვეყნებს და კოვიდ პსრ ტესტებზე წერს.

მისი თქმით, კოვიდ საშვის „მწვანე“ სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ „პფაიზერით“ 2-ჯერ ვაქცინირებულებს.

„კოვიდ პსრ ტესტებზე საქართველოში და მსოფლიოში ისეთი ამბავია…

კოვიდ პსრ ტესტი არ არის 100%-იანი სიზუსტის პასუხის მომცემი, სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ, რომ პსრ ტესტის პასუხი დამოკიდებულია:

🔵როგორ აიღეს ტესტი;

🔵როდის აიღეს ტესტი;

🔵როგორ მიიტანეს ლაბორატორიამდე მასალა;

🔵როგორი ლაბოლატორიაა (ხარისხი, ტრენინგი და ასე შემდეგ)

🔵მარკირება თუ იყო სწორი მთელი პროცესის მანძილზე

🔵სწორი პასუხი თუ გაუგზავნეს სწორ პირს

ეს ისე, მოკლე ჩამონათვალია. ამ 6 პუნქტზე - „როდის” ჩატარდა ტესტი, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში (კვლევის წყარო რა თქმა უნდა, მითითებულია) .

ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი სიზუსტის სწორი პასუხი არის ინფიცირებიდან მე-4 დღეს და ეს არის დაახლოებით 77% (54-88%). თუ პაციენტმა აიღო პსრ ტესტი ინფიცირებიდან 10 დღეში, სწორი პასუხი იყო მხოლოდ 50% (38-65%).

კიდევ ერთხელ შეხსენება – კოვიდის პსრ ტესტი არ არის 100% სიზუსტის პასუხის მომცემი. გააჩნია, როდის გააკეთეთ ტესტი. მისი პასუხის სიზუსტე მერყეობს 38-88%-მდე

საქართველოში 1 დეკემბრიდან კოვიდ საშვის “მწვანე” სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ „ფაიზერით“ 2-ჯერ ვაქცინირებულებს.

ვისაც გაქვთ რამე სხვა არგუმენტი, ჯერ გირჩევთ, წაიკითხოთ წყარო, მერე გადახედოთ ბმულში მოცემულ სურათებს, მერე მაჩვენეთ თქვენი დიპლომი და ასევე თქვენი ნაშრიმების ჩამონათვალი და, ხო, ასევე მოაყოლეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ამ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, მერე წერეთ – “ჩემი აზრით”. დავიღალე ამდენი უაზრო კომენტრებისგან…… მეგობრები გამიგებენ, ჟელატინს მაინც არაფერი ეშველება ….

კიდევ ერთხელ დიდი თხოვნა მაქვს, უაზრო კომენტარების წერისგან თავი შეიკავეთ, ისედაც 20,000-მდე ანგარიში წავშალე ….“- წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი

🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია  - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ, თუ დასაშვებია ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ“ - ოთო აბესაძე

🔵პაციენტი, რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი - ჩანაწერს უყურებ და არავაქცინირებული, მითხარით რა უნდა გავაკეთოთ ექიმებმა - დავით გაგნიძე