ექიმი დავით გაგნიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს აიცრა, რადგან ერთადერთი გამოსავალი ვირუსის დამარცხებაში მისი თქმით, სწორედ ვაქცინაციაა.
„პაციენტი, განსაკუთრებით სენსიტიური (ორსული) რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი - ჩანაწერს უყურებ და არავაქცინირებული - მითხარით რა უნდა გავაკეთოთ ექიმებმა …მითხარით რა??? რა შეგვიძლია ბევრი …
გთხოვთ უკვე ზედმეტია ,უბრალოდ აიცერით !!!
რით ვერ დაგროვდა საკმაო ინფორმაცია, რომ გავიგოთ - ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაშია …
ნუ იქნები ეგოისტი, აიცერი და შენი გარდაცვალებით ათასობით ადამიანს სიცოცხლეს ნუ გაუმწარებ !!!
პ.ს მაპატიეთ ძალიან სენსიტიური ვარ დღეს“- წერს დავით გაგნიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე
🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი