Digest Logo

„ნიღბების ტარების გაუქმება, კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმება - ინგლისი გეგმა B-ზე გადადის“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1642660352
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის შემდეგ ეტაპზე გადადის, რაც პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას გულისხმობს.

„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რაც გულისხმობს:

- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;

- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;

- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.

პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს“ - პატრიარქის ქადაგება

🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი

🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს

🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება