ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ომიკრონის შტამით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება. მისივე თქმით, ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაციაც 30% გაიზარდა.
„ომიკრონის შტამით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა, გაერთიანებულ სამეფოში, ორმაგდება 1.6 დღეში. გავრცელების უფრო მაღალი ტემპია ვიდრე სამხრეთ აფრიკაში. ლონდონში შემთხვევების 49% უკვე ომიკრონით არის გამოწვეული და ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაციაც 30% გაიზარდა. სახლიდან მუშაობა, პირბადე დახურულ სივრცეში, კარგი განიავება და მასობრივი თავშეყრების აკრძალვა.
იმედია საქართველო იმას მაინც გააკეთებს რომ კორპორატიულებს არ ჩაატარებს ამ აუცრელ ქვეყანაში“, - წერს ზაზა წერეთელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან
🔵„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი