Digest Logo

„ოპტიმისტები ვიყოთ - არცერთი პანდემია 3 წელს არ გასცდენია...“ - ლადო კახაძე „ომიკრონის“ გავრცელებაზე

1642522496
პოლიტიკოსი ლადო კახაძე

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონი“, საქართველოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით, „ომიკრონი“ 4- ჯერ უფრო სწრაფად გადამდებია, ვიდრე „დელტა“ შტამი.  ამასთან, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები შემცირდა.

ბევრი მედიკოსის პროგნოზით „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს. ეს კითხვით გაზეთმა „ვერსიამ“ საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ლადო კახაძესაც დაუსვა. მისი აზრით, შტამებმა ერთმანეთი ჩაანაცვლა რაც იმედის მომცემია.

„მსოფლიო ოპტიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს. ექიმები ცოტა ფრთხილები არიან. ვიყოთ რეალისტები, ეს შტამი ახლახან გავრცელდა და შვედეთში კიდევ სამი ახალი შტამის შემთხვევა დაფიქსირდა, „ომიკრონს“ დაახლოებით 34 შტამი მოჰყვება. პანდემია სამ წელიწადს არ გასცდენია. ვაქცინაციის პროცესიც ასე თუ ისე მიდის და ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერების მეშვეობით ვირუსის რელევენტობა ვეღარ ვნებს. ამასთან, შტამები ერთმანეთს ანაცვლებს, „ომიკრონმა“ „დელტა“ ჩაანაცვლა და ეს იმედის მომცემია მეცნიერებისთვის, „ომიკრონს“ დაზიანების ხარისხი არ აქვს დიდი და ესეც იმედის ნაპერწკალია ყველასთვის.

ოპტიმისტები ვიყოთ, მაგრამ გულზე მჯიღის დარტყმა ჯერ ცოტა ადრეა. მინდა, გავაფრთხილო საზოგადოება, რომ საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერების კუთხით. რეგულაციები, რომლებიც გვაქვს, უნდა დავიცვათ, პატივით მოვეპყროთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ვფიქრობ, რომ ამ წლის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწიოს გავრცელებამ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვამბობ ვიყოთ უფრო გონივრულები“, - განაცხადა კახაძემ გამოცემასთან საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია

წყარო: www.versia.ge