Digest Logo

რა შემთხვევაშია აუცილებელი კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

1630847473
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს თუ რა შემთხვევაში არის აუცილებელი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

ექიმის თქმით, ასეთი სულ 8 შემთხვევაა.

✔️თუ სამ თვემდე ასაკის ბავშვს ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი, ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

✔️ სამი თვიდან ზევით ტემპერატურა შეიძლება იყოს 39 გრადუსი, აუცილებლად გადასაყვანია კლინიკაში.

✔️ თუ ბავშვს ტემპერატურა 5 დღეზე მეტი უგრძელდება, ასევე აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.

✔️ თუ ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტ „პარაცეტამოლს“ ამ შემთხვევაშიც ექიმთან გასვლა აუცილებელია.

✔️ თუ ამ ყველაფერს თან ერთვის გამონაყარი მთელ სხეულზე კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

✔️ ასევე ამ ყველაფერს თუ ახლავს კრუნჩხვები, კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

✔️ თუ ტემპერატურას ტუჩების მიდამოში გალურჯება ახლავს, ასევე თითების გაციება, აქაც ყველა შემთხვევაში ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

✔️ ტემპერატურას ასევე შეიძლება ახლდეს გამოშრობის ნიშნები, ჩვენ უნდა გახსოვდეს რომ სიცხე მხოლოდ შემაწუხებელი არ არის, სიცხე არის ერთ-ერთი ფაქტორი გამოშრობის.

ღოღობერიძის თქმით, როცა მაღალია ტემპერატურა მნიშვნელოვანია, რომ სითხეების მიღების რაოდენობაც გაიზარდოს.

„როცა ტემპერატურა მაღალია სიცხეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პანიკას არ ავყვეთ, განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ტემპერატურა გადააჭარბებს 38 გრადუსს სიცხის დამწევი უნდა მივიღოთ. სულ 2 მედიკამენტია. იბუპროფენი და პარაცეტამოლი. სიცხის მართვა მხოლოდ სიცხის დამწევის მიღებას არ გულისხმობს, არამედ სითხეების მიღებას გულისხმობს.

ფიზიკური მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ ფილტვები კარგად ვენტილირდება. ფიზიკური მოძრაობის შემდეგ თუ დასვენებას დავაპირებთ, აუცილებლად მუცელზე უნდა დავწვეთ. ბუშტების ბერვა ასევე ძალიან კარგია. ჩემი რჩევა იქნება რომ ანტიბიოტიკები თვითნებურად არ მივიღოთ“, - აღნიშნა ღოღობერიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამასთან, ექიმმა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტზეც ისაუბრა.

„დღეს „დელტა“ ვარიანტი იმდენად სახეცვლილია თავისი საწყისი ვარიანტებისგან, რომ შეიძლება ვერც აღვიქვათ, რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმაა. ადრე, როცა ვინმე კოვიდით ინფიცირდებოდა ჩვეულებრივი მშრალი ხველა ჰქონდა, გამოხატული სიცხე, დაღლილობის განცდა და ეს იყო ტიპური ნიშნები. დღეს „დელტა“ ვარიანტს ამ ფორმით ნაკლებად ვხედავთ. დღეს უფრო ხშირია თავის მიდამოში არსებული სიმპტომატიკა. ტიპური ნიშნებია თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურა“, - დასძინა ექიმმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ასე ვეგებებოდით ჩემს პატარა მიქაელს მე და დედა" - მაკა ზამბახიძე სამშობიარო ბლოკში შვილთან ერთად გალობდა

🔵„ცარიელი საწოლი ერთი საათითაც კი არ გვაქვს“ - ლევან რატიანი

🔵„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე" - ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ სენსაციურ წამალს ასაჯაროებს