Digest Logo

როდის ელოდებიან „ომიკრონს“ საქართველოში?

1639552374
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაფიქსირდება.

„როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა „ომიკრონი“ საქართველოში, ალბათ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალისტები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გებრეიესუსის უმძიმესი პროგნოზი - რა ელის კაცობრიობას პანდემიის დასრულების შემდეგ?

🔵დღის რჩევა - „არ ღირს მიზნის მიღწევა სხვათა დათრგუნვისა და დაჩაგვრის ხარჯზე“

🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით