ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ კაცობრიობა ღრმა სიღარიბეს, შიმშილს, უთანასწორობას, არაინფექციურ დაავადებებს, კლიმატურ ცვლილებებსა და სხვა კრიზისებს შეეჯახება.
ასეთი მძიმე პროგნოზი მან ჯანმოს მე-10 გლობალურ კონფერენციაზე გააკეთა. გებრეისუსმა მოუწოდა მსოფლიოს სახელმწიფოებს, „ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“.
ჯანმოს დირექტორის თქმით, COVID-19-ის პანდემია ნათელი მაგალითია იმისა, რომ „როცა ჯანმრთელობას რისკი ექმნება, რისკის ქვეშ დგება ყველაფერი“. შესაბამისად, „მსოფლიო თანამეგობრობა ჯანდაცვას ისე კი არ უნდა მოეკიდოს, როგორც ხარჯებს, არამედ როგორც ინვესტიციებს ჩვენს მომავალში“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს მოვლენა სამშაბათს მოხდება“ - ცაგარელის გაფრთხილება მიმდინარე კვირის ყველაზე მძიმე დღეზე
🔵„ეს არის ამ წელში ბოლო რთული კვირა“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
🔵„გამოკითხულთა 69% კოცნაობის, ზასაობის, ან სექსის მომხრეა“ - ნათია ფანჯიკიძე