Digest Logo

„ომიკრონი უკვე საქართველოშია და ეს ყველამ ვიცით“... - გიორგი ფხაკაძე

1639478528
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში „ომიკრონი“ უკვე დაფიქსირებულია. ფხაკაძე ადამიანებს აცრის სასწრაფოდ გაკეთებას ურჩევს და აცხადებს, რომ 2-3 თვეში , როდესაც ახალი შტამი ელვის სისწრაფით გავრცელდება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვე გვიან იქნება.

„ომიკრონი" რამდენიმე დღეში საქართველოშიც ოფიციალურად დადასტურდება.

არაოფიციალურად ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში და ეს ყველამ ვიცით. გიორგი ფხაკაძემ ამის შესახებ ჯერ კიდევ წინა კვირას ისაუბრა…

60-ზე მეტ ქვეყანაში ომიკრონი უკვე დადასტურდა.

მარტო ბრიტანეთში დღეისათვის ყველა ახალი ინფიცირებულის 40% ომიკრონის ვარიანტზე მოდის.
ომიკრონის გავრცელების სისწრაფე არის არნახული. ასე სწრაფად კორონავირუსის არც ერთი ვარიანტი არ გავრცელებულა და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ის იქნება დომინანტი ვარიანტი ევროპაში, ახლო მომავალში კი მსოფლიოშიც, საქართველოს ჩათვლით.

ომიკრონის ასაცილებლად გაძლიერებული „დაცვა“ არის საჭირო და, სავარაუდოდ, საჭიროა კოვიდ ვაქცინების მე-3 დოზების სასწრაფოდ ადმინისტრირება. შესაბამისად, მსოფლიოში მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე, პფაიზერზე და „მოდერნაზე“ არის დეფიციტი
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
დაიცავით დისტანცია
დაიბანეთ ხელები
გაანიავეთ შენობები ყოველ 15-20 წუთში
აიცერით ვაქცინის მე-3 დოზით.

სამწუხაროდ, ვინც დღემდე არ/ვერ აიცრა, უკვე გვიანია, ვინაიდან აცრიდან მხოლოდ 45 დღეში არის დაცვა და უკვე ვიცით, რომ ომიკრონისგან დასაცავად ბუსტერია საჭირო. შესაბამისად, დღეს თუ აიცრებით, 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები.

ვინც არ/ვერ ხართ აცრილები, თქვენი ერთადერთი ძლიერი შეიარაღება არის სამედიცინო პირბადე და დისტანცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნინიკო ნაცარიშვილი და ლავასოღლი შვილს ელოდებიან

🔵„მიშას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, მისი მხარდამჭერები გააკრავენ ჯვარზე და სულ კინწისკვრით აიყვანენ გოლგოთაზე“ – ბორის ყურუა

🔵„მწერენ თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„საქართველოში ფილერების ბუმია - ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები, აქვს უკუჩვენებაც“ - ნანა გეგეჭკორი