Digest Logo

საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა! – გიორგი ფხაკაძე

1608547326
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე - Digest.ge

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ საქრთველოში კორონავირუსის პიკმა გადაიარა.

„ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ნაკლები ადამიანია ინფიცირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვირუსის პიკმა გადაიარა. იმ ადამიანებმა, ვისაც ჰგონიათ, რომ შეზღუდვები სისულელეა, უნდა იცოდნენ რომ შეზღუდვებმა იმუშავა,“ – განცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი გარდაიცვალა.


თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს... – გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი

თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება – ეს განცხადება ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ მთავარი არხის ეთერში გააკეთა.

„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს ფხაკაძე.



რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო მოსახლეობისთვის კვლავ შეზღუდვები დაწესდა, რომლების შობაზეც იმოქმედებს. ამავე მიზეზით ევროპულმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა დახურეს. ამის შესახებ „BBC“ იუწყება.

მეცნიერები ცდილობენ გაერკვნენ, თუ როგორ გადაიქცა ვირუსის ეს შტამი საკმაოდ უმნიშვნელოდან, დიდ ბრიტანეთში ვირუსის ყველაზე გავრცელებულ ფორმაში?

კვლევები საწყის ფაზაშია და საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსის ახალი შტამი აქამდე არსებულ სახეობებზე უფრო გადამდებია, მხოლოდ მოსაზრებაა.

ყველა ვირუსის მუდმივად მუტაციას განიცდის, შესაბამისად მასზე დაკვირვებაა აუცილებელი - წერს BBC-ის სტატიის ავტორი.

მაშ რატომ იწვევს ვირუსის ახალი შტამი ექიმების შეშფოთებას? საქმე იმაშია, რომ მასში მუტაციის ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რაც ა) ეს შტამი ვირუსის სხვა სახეობებს სწრაფად ანაცვლებს, ბ) მუტაცია ვირუსს უფრო მეტად ცვლის, ვიდრე აქამდე ცნობილი კორონავირუსის მუტაცია, 3) ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ მუტირებულ ვირუსს ადამიანის უჯრედების უფრო მეტად ინფიცირების შესაძლებლობა აქვს.

შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება.

მისი „ხასიათის“ ზუსტი დადგენისთვის თვეებია საჭირო. გამორიცხული არ არის, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება იმას უკავშირდებოდეს, რომ ის უბრალოდ „სწორ დროს და სწორ ადგილას“ მოხვდა.

პირველად კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში ყველა ინფიცირებულის მეოთხედი ახალი შტამით იყო დაავადებული, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მათმა რაოდენობამ ორ მესამედს მიაღწია.

ჯერჯერობით მეცნიერებმა ისიც კი ვერ დაადგინეს, საიდან გაჩნდა ვირუსის ახალი შტამი, ერთი ვერსიით, ის თავად ბრიტანეთში გაჩნდა, ხოლო მეორე ვერსიით ის დიდ ბრიტანეთში ისეთი ქვეყნიდან შეიტანეს, სადაც ვირუსებზე დაკვირვების შესაძლებლობა ბევრად დაბალია.

ანალოგიური ტიპის კორონავირუსები მეცნიერებმა დანიაში, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ამ ქვეყნებში ვირუსის ეს სახეობა დიდი ბრიტანეთიდან ჩაიტანეს.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსმა საერთო ჯამში ათზე მეტი მეცნიერებისთვის ცნობილი მუტაცია განიცადა. თუმცა დიდი ბრიტანეთის შტამმა მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! – დიტო ცინცაძე

VIDEO: როგორ გავიგოთ, გაგვირთულდება თუ არა დაავადება? - რჩევები ნანა გეგეჭკორისგან

ილოცეთ ჩვენთვის და მაღალ ხმაზე ჩართეთ ტელევიზორი –ახალშობილის მშობლების წერილი