ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
შედეგად, გარკვეული ბიზნესსუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.
კერძოდ, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება – სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებსა და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„დღეს ადამიანებმა ყველაფერი ღირებული დაკარგეს და ძეგლებს დაემსგავსნენ…“ - პეტრე კოლხი
🔵„როგორ მყვარებიხარ ბიჭო … ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის… იქნებ შეგვეძლო…“ - ქრისტინე იმედაძე