Digest Logo

„კაცებს სახეს ახევ და დედას უტ***ავ, ასეა?“ - შალვა რამიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დიალოგი

1642526309
მარიამ კუკუნაშვილი და შალვა რამიშვილი

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს და მასთან დიალოგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

კუკუნაშვილი წერს, რომ საკუთარი თავითა და შესაძლებლობებით ამაყობს. ასევე, ახარებს ის ფაქტი, რომ შეუძლია მოძალადე კაცების ამოცნობა, მათ წინაშე ღირსეულად მოქცევა და მხილება.

„ძალიან საინტერესო და უცნაური დიალოგი შედგა გუშინ ჩემსა და ბატონ (კი მთხოვა შენობით მომმართეო, მაგრამ მე ბატონოთი მირჩევნია, რატომღაც...) შალვა რამიშვილს შორის. გადაცემის შემდეგ პავილიონში შემომხვდა და მის კაბინეტში შემიპატიჟა. პირისპირ დავსხედით და მითხრა, საინტერესო ხარ და ყოველთვის მაინტერესებდა „ლაივში“ გაცნობაო… მადლობის მეტი რა მეთქმოდა… შემდეგ ვისკის ბოთლი გადმოიღო. ჭიქა ვისკზე უარი ვუთხარი, თავად დაისხა, დალია და საუბარი განაგრძო… ჩემზე… ქალებს უყვართ როცა მათზე ელაპარაკებიან არა? ტრავმა, დაბალი თვითშეფასების ქალებს…

- შენ განსაკუთრებული ხარ

- ვიცი, ვზივარ კი არა, ისეთი უძილო ვარ, ფაქტობრივად სკამზე ვწევარ, თვალს თვალში ვუყრი და ისე ვიმეორებ რომ ვიცი

- ზებუნებრივი ძალები გაქვს, ფაქტობრივად ჯადოქარი ხარ, ვეძმა, ხომ სწორია ?

- სწორია

- აი ხომ ხედავ რომ გხედავ

- ვხედავ

- კაცებს სახეს ახევ და დედას უ***ავ, ასეა?

- ესე ჩანს ალბათ (ნახევრად მძინავს, თან შიგ თვალის გუგებში ვუყურებ)

- იმიტომ რომ სუსტი კაცები გვხვდებიან

- შეიძლება… კაცი კაცმა კაცით კაცმა კაცს … ვაბრუნებ 7 ბრუნვაში ჩუმად ამ სიტყვას და ათასი აზრი მომდის… ისეთი აზრები თქმას რომ აზრი არ აქვს, არც ვამბობ, ფიქრს ვაგრძელებ… ცოტა ხნით საუბარს კიდევ განვაგრძობთ, შემდეგ საათს ვუყურებ, თავაზიანად ვემშვიდობებით ერთმანეთს და იოგაზე გავრბივარ სავსე,
მადლიერებით, მოპატიჟების გამო, ამაყი საკუთარი თავით, სიტუაციის ადეკვატურად შეფასებისა და გამკლავების გამო და გამარჯვებულის შეგრძნებით, იმიტომ რომ:

ვხედავ, ვშიფრავ და ადეკვატურად ვაფასებ: სიყალბეს, მეთოდოლოგიას, ტყუილს, მანიპულაციას, „სიყვარულისა და კომპლიმენტების“ ბომბებს. ხვეწნას, მუდარას, გამოსწორების მცდელობებს და კვლავ ხელახლა ამოშენებულ კედლებს. ქამელეონ, ტრავმა, მოსაზღვრე მონარცისო, ალკოჰოლ, სექსს თუ ნარკოტიკ დამოკიდებულ კაცებს ვხედავ… ვხედავ როგორ ანგრევენ ასეთები ქალებს. ვხედავ და ვცდილობ ხოლმე სხვა ქალებსაც დავანახვო ის, რასაც ვხედავ და ისიც, თუ რა იქნება შემდეგი …

თქვენ კი დიდი მადლობა ბატონო შალვა გულითადი შეხვედრის, საინტერესო საუბრისა და კეთილი სურვილებისთვის. წარმატებები ყოფილიყოს მუდამ თქვენი თანამდევი მეც წარმატებები, ქალების გამოღვიძებისა და მუდამ მათი უფლებების სადარაჯოზე….“ - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია