ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი:
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ ღირს სიჯიუტის და ეგოიზმის გამოვლენა, სულსწრაფობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.
მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ხარჯი, რადგან არაა გამორიცხული იმ ნივთების შეძენის სურვილი გაგიჩნდეთ, რომელთაც არასდროს გამოიყენებთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, შინაური ცხოველების და უძრავი ქონების შესაძენად, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და მერწყულს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას