დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, შეუპოვარი და მიზანსწრაფული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამარჯვების პლანეტის – იუპიტერის თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სასტუმროების ბიზნესის და იურიდიული ინსტიტუტების განვითარებას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, თანაგრძნობას და ქველმოქმედების სურვილს, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესს გააძლიერებს.
არ ღირს ზედმეტი ტრაბახი და საკუთარი მიღწევებით თავის მოწონება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ წყენის, ზედმეტი პრეტენზიის და ეჭვების გამოთქმას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს იურიდიული საკითხების მოგვარება და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე