ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2022 წელს სადღესასწაულო სუფრაზე კარგია, როგორც ეგზოტიკური, ისე ტრადიციული კერძები.
ცაგარელი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ქართულ ტრადიციულ კერძს - საცივს. მისი თქმით, ის იმუნიტეტს აძლიერებს და ძალიან სასარგებლოა.
„საცივი ამაღლებს იმუნიტეტს, ექსპერიმენტი ჩაატარეს და აჩვენა, რომ აგვისტოში გაკეთებულმა და იანვარში, ახალ წელს გაკეთებულმა საცივმა აჩვენა აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგი. დეკემბერში, იანვარში და თებერვალში გაკეთებული საცივი ამაღლებს იმუნიტეტს და თქვენ ვერანაირი კოვიდი ვერ მოგერევათ, ეს ეტყობა თავიდანვე იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ამიტომაც დამკვიდრდა საცივი ახალი წლის ტრადიციულ კერძად“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას.
ამავე დროს ცაგარელი ხაზს უსვამს იმას, რომ საახალწლო სუფრაზე არ უნდა იყოს ბრინჯი, თევზი და ზედმეტად ცხარე კერძი. მისივე თქმით, სასურველია, სუფრაზე იყოს უმი ხორცის ნაჭერი ვეფხვისთვის და მწვანილი ხარისთვის, რადგან პატივი მივაგოთ როგორც ხარს, ისე ვეფხვს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„სწორედ ამ წელს სამუდამოდ დასრულდება“ - ცაგარელი პანდემიის დასრულების ზუსტ თარიღს ასახელებს
🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს