ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2022 წელს ბრძოლა ყველა სურვილისთვის დაიწყოთ. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი ამ წელს 22 თებერვალია. დღე, რომელიც საუკუნეში ერთხელ დგება.
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გვირჩევს, როგორ უნდა გავატაროთ ეს დღე, რომ ჩვენი სურვილები ასრულდეს.
„22.02. 2022 კიდევ ასი წელი აღარ იქნება. ის სარკისებური თარიღია, ამ თარიღში ძალიან ბევრი ადამიანი ქორწინდება. ზოგადად 2 არის ბალანსის და სიმყარის, შერწყმის ციფრი, ამის გარდა ძალიან კარგია სურვილების ასრულების კუთხითაც, თუმცა არ უნდა იყოს სპონტანურად ჩაფიქრებული. შედარებით საფრთხილოა ეს პერიოდი კურო-მორიელისთვის, რა თქმა უნდა ყველასთვის არა, მაგრამ ამ ნიშნებმა განსაკუთრებით თავი უნდა შეიკავონ იმპროვიზაციის და რადიკალური მოქმედებებისგან.
რაც შეეძლება რიტუალს, ამ დღეს უნდა ავიღოთ 6 ფურცელი, ერთი კალამი და ერთი და იგივე სურვილი დავწეროთ ექვსივე ფურცელზე. სახლში, ან იმ სივრცეში სადაც ვიქნებით, სხვადასხვა ადგილზე დავდოთ, გარდა საპირფარეშოსი, მეორე დღეს უნდა დავწვათ, ფერფლი კი ქარს გაატანოთ. ასევე ამ დღეს 22 საათსა და 02 წუთზე კარგია სანთლის ანთება და სურვილების ჩაფიქრება“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე